"ყველას გვჯერა, რომ ამ თამაშის შემობრუნება შეგვიძლია", - მუსიალა სიტისთან მატჩზე » სპორტის ხაზი

"ყველას გვჯერა, რომ ამ თამაშის შემობრუნება შეგვიძლია", - მუსიალა სიტისთან მატჩზე

"ყველას გვჯერა, რომ ამ თამაშის შემობრუნება შეგვიძლია", - მუსიალა სიტისთან მატჩზე
19-04-2023, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

მოახლოებულ მატჩზე კომენტარი მიუნხენელთა ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ გააკეთა და აღნიშნა, რომ რეკორდმაისტერს განმეორებითი შეხვედრის შემობრუნების შესაძლებლობა აქვს.

"ყველას გვჯერა, რომ ამ თამაშის შემობრუნება შეგვიძლია. ეს ყოველივე მანჩესტერში გამართულმა პირველმა შეხვედრამაც დაგვანახა - დიდი თავდაჯერებულობით და სულისკვეთებით ვითამაშეთ, თუმცა არ გაგვიმართლა.

ცხადია, შანსები ჯერ კიდევ არის თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკუთარ მოედანზე, ალიანს არენაზე ვითამაშებთ და ჩვენი გულშემატკივრები 90 წუთის განმავლობაში ჩვენ გვერდით იქნებიან - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნახევარფინალში გავიდეთ.

ასეთი თამაშები ძალიან მიყვარს - ამას ისე ვუყურებ, როგორც მორიგ გამოწვევას. მსგავსი თამაშებიდან ბევრ რამეს სწავლობ და იზრდები. მანჩესტერ სიტი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში და ახლა განსაკუთრებულად კარგ ფორმაში არიან, იქ მოთამაშე ყველა ფეხბურთელი უმაღლესი კლასის სპორტსმენია
", - განაცხადა მუსიალამ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტისა და ბაიერნის პირველი დაპირისპირება პეპ გვარდიოლას გუნდის სასარგებლოდ (3:0) დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი