"ვფიქრობთ თუ არა პენალტებზე? საჭიროა, რომ.."- ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ვფიქრობთ თუ არა პენალტებზე? საჭიროა, რომ.."- ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია

"ვფიქრობთ თუ არა პენალტებზე? საჭიროა, რომ.."- ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია
17-04-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლი და მილანი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრას ხვალ, 23:00 საათზე ნეაპოლში გამართავენ.

ამ მატჩამდე ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა:

"ყველაფერი ისევე უნდა გავაკეთოთ, როგორც ეს პირველ ნახევარში ვქენით. მართალია, რომ ჩვენ გარკვეული ნაკლით დავიწყებთ შეხვედრას, თუმცა არაფრის სინანული არ გაგვაჩნია. ჩვენ ისევე შევეცდებით გოლების გატანას, ვარდნების გაკეთებასა და კარგ თამაშს, როგორც ეს მილანში იყო."

"მჯერა, რომ მნიშვნელოვანი სიტუაციები მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად ხარ, როდესაც კარგი ხარისხით და ინტენსივობით თამაში შეგიძლია, როდესაც სივრცეების პოვნა და მათი საშენოდ გამოყენება შეგიძლია, როდესაც ბურთის ფლობა და მისით საგოლე მომენტების შექმნა შეგიძლია. ჩვენ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ეს გუნდურად უნდა გავაკეთოთ. ხვალაც ყველაფერი ანალოგიურად მოხდება, ჩვენ საუკეთესოს გავიღებთ."

"ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობთ და ყველაფერს ვითვალისწინებთ, მათ შორის პენალტების სერიასაც და იმასაც თუ რომელი მოთამაშეები შეასრულებენ თერთმეტმეტრიანებს. დამრტყმელების ვინაობას იმის მიხედვით ვადგენთ თუ ვის რამდენი პენალტი აქვს დარტყმული სხვადასხვა შეხვედრაში. რაც შეეხება მათ რანჟირებას, ჩვენ უპირატესობას საუკეთესო დამრტყმელებს ვანიჭებთ, რადგან ყველაზე არაპროდუქტიულებს დარტყმა აღარც მოუწიოთ."

"ოსიმენი და ლეაო ერთმანეთს ჰგვანან, რადგან ორივე სწრაფია, ფიზიკურად ძლიერი და უმთავრესი პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ. მოხარული ვარ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ორივე მიიღებს."
- თქვა სპალეტიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი