ნაპოლისა და მილანის ჩემპიონთალიგური შეხვედრის წინ, იტალიურ მედიაში იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელისა და Sky Sports-ის ამჟამინდელი კომენტატორის, ჯანკარლო მაროკის კომენტარი გავრცელდა, გთავაზობთ მას:
"ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია იმის მიღება, რომ საერთაშორისო შეხვედრაში ორი იტალიური კლუბი ერთმანეთს ეთამაშება და აქედან ერთ-ერთი სახლში უნდა წავიდეს."
"ეს ისეთი შეხვედრა იქნება, რომელშიც დამსწრე გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუ ისინი 89-ე წუთისთვის ტრიბუნებს არ ააფეთქებენ, მაშინ მილანი ფეხბურთს ითამაშებს და წარმატებასაც მიაღწევს. ამ მატჩში ქომაგებს დიდი სხვაობის შექმნა შეეძლებათ. მსოფლიოში სულ რამდენიმე სტადიონია, რომელსაც ფანებთან ერთად მოძრაობა შეუძლია, მარადონა კი ერთ-ერთი მათგანია."
"თუ ნაპოლისა და მილანის ფიზიკურ ორთაბრძოლებს გავითვალისწინებთ, მაშინ უპირატესობას პიოლის გუნდს მივანიჭებდი. საქმე ისაა, რომ ნაპოლიში რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან შენელებულია, მაგალითად პიოტრ ჟიელინსკი და ხვიჩა კვარაცხელია, ისინი თავიანთ თავებს აღარ ჰგვანან." - თქვა მაროკიმ
შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის დაპირისპირება დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.