სპალეტი: “ოსიმენი მილანთან ძირითადში იქნება” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ოსიმენი მილანთან ძირითადში იქნება”

სპალეტი: “ოსიმენი მილანთან ძირითადში იქნება”
16-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში “ნაპოლიმ” შინ “ვერონა” მიიღო. სპალეტიმ ლიდერთა დასვენება გადაწყვიტა. ნაწილი მატჩის მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც. მოედანს დაუბრუნდა ვიქტორ ოსიმენიც. ნიგერიელს გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა ამაოდ. “პარტენოპეიმ” გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან ქულები დაკარგა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა, რომ “მილანთან” ოსიმენი ძირითად შემადგენლობაში იქნება:

“ოსიმენს მთელი გუნდისთვისა და ასევე ქომაგებისთვის ენთუზიაზმის ტალღა მოაქვს. მას აქვს ისეთი აღნაგობა და ფიზიკური ძალა, რომ შეუძლია ნებისმიერი ბურთისთვის იბრძოლოს. ის მილანთან აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება.

გოლი დაგვაკლდა, მაგრმ საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ. ბურთს თითქმის სულ ჩვენ ვფლობდით, მაგრამ ალბათ, უფრო დიდი სისწრაფით თამაში გვჭირდებოდა. ვერონა ყოველთვის დაცვიდან გვეთამაშებოდა და გოლის გასატანად სხვა გზები უნდა მოგვეძებნა.”

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლისა” და “მილანის” განმეორებითი მატჩი 18 აპრილს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი