მოგეხსენებათ, მარტის სანაკრებო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს კოპენჰაგენის მცველი, დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარა და მისი ჩანაცვლება მამუკა კობახიძეს მოუწია - იწერებოდა, რომ 30 წლის მცველს მუხლზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა, ეს პროცესი იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ამას გულშემატკივართა უმრავლესობა მოელოდა.
საბოლოოდ, Geo Team-მა გუშინ დაადასტურა, რომ ხოჭოლავამ მარცხენა ფეხზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ქართველი მცველი მოედანს დაახლოებით 8 კვირაში დაუბრუნდება.
გარდა ამისა, წყარომ მუხლის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ხოჭოლავას კოპენჰაგენში თამაში უწევდა.