ბალარდინიმ ლოჩოშვილზე ისაუბრა - რა მდგომარეობაშია ქართველი » სპორტის ხაზი

ბალარდინიმ ლოჩოშვილზე ისაუბრა - რა მდგომარეობაშია ქართველი

ბალარდინიმ ლოჩოშვილზე ისაუბრა - რა მდგომარეობაშია ქართველი
15-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში “კრემონეზემ” შინ “სამპდორია” მიიღო. დავიდე ბალარდინის შეგირდებმა ზედიზედ მეორე შეხვედრის მოგება მოახერხეს. კრემონულმა კლუბმა სირიელ დესერსის მიერ მეოთხე წუთზე გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა და სამი ქულა მიითვალა. ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 51 წუთიდ მანძილზე ითამაშა. სამწუხაროდ, მან მოედანი იძულებით, ტრავმის გამო დატოვა.

“კრემონეზეს” მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ბალარდინიმ მატჩისშემდგომი საუბრის დროს ლუკაზეც ისაუბრა:

“დაცვის ხაზის თამაშით კმაყოფილი ვარ. ყველა კარგი და ყურადღებიანი იყო. რაც შეეხება ლოჩოშვილის მდგომარეობას, მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა არამგონია, რომ რაიმე სერიოზული იყოს.”

კრემონული კლუბი ამდროისათვის მე-19 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან 17 ქულითაა ჩამოშორებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი