იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში “კრემონეზემ” შინ ჟოზე მოურინიოს “რომა” მიიღო და პირველი გამარჯვებაც იზეიმა, ანგარიშით 2-1. ცაჯუტის გოლითა და ჩოფანის ავტოგოლით კრემონულმა კლუბმა შიდა ჩემპიონატში გამარჯვების გემო გაიგო.
ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. “კრემონეზე” კი ამ გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილზე ავიდა. გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად კლუბს ამ დროისთვის 8 ქულა აშორებს.