სალერნიტანას მცველმა, პასკუალე მაძოკიმ სერია A-ს ორი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი გამოარჩია:
"ვფიქრობ, ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე რთულად შესაჩერებელი ფეხბურთელი რაფაელ ლეაოა, რომელიც გაიძულებს, რომ 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშო."
"მის გარდა, ასევე გამოვარჩევდი ხვიჩა კვარაცხელიას. ის საკმაოდ შთამბეჭდავი მოთამაშეა. მის წინააღმდეგ ჯერ არ მითამაშია, თუმცა ტელევიზორიდანაც კი მაფრთხობს." - თქვა მაძოკიმ
ცნობისთვის, ნაპოლისა და სალერნიტანას მატჩი 29 აპრილსაა ჩანიშნული.