დღეს, სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილოსან "მილანთან" 12 ქულიან უპირატესობას მიიღებს.
"სალერინიტან" ამ შეხვედრაში ოთხი ფეხბურთელი არ ეყოლება : პასკუალე მაცოჩი ; გიულიო მაჯიორე ; ლუიჯი სეპე და ფედერიკო ფასიო. პარტნოპეის კი ქართველი ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გაციების გამო ვერ დაეხმარება. 21 წლის შემტევმა ამავე მიზეზით გუნდის წინა შეხვედრაც გამოტოვა (კრემონეზესთან იტალიის თასზე).
ქართველ გულშემატკივრებს ამ მატჩის ყურება ქართულ პლატფორმაზე SETANTASPORT-ზე შეგეძლებათ. ვისაც სეტანტას პაკეტი არ გაქვთ ნაყიდი, შეგიძლიათ შეხვედრას უცხოური საიტებიდან ადავნოთ თვალი (LIVEBALL ; GOOOOL.ORG ; SPORTHUB).
გეტყვით იმასაც, რომ ზემოთ აღნიშნული შეხვედრა, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.