"კვარაცხელია სერია A-ს გამორჩეული ფეხბურთელია" - ლუიჯი დი კანიო » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია სერია A-ს გამორჩეული ფეხბურთელია" - ლუიჯი დი კანიო

"კვარაცხელია სერია A-ს გამორჩეული ფეხბურთელია" - ლუიჯი დი კანიო
7-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ლუიჯი დი კანიო ლუჩანო სპალეტისადმი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ხშირ დასმულ კითხვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მწვრთნელისთვის მსგავსი კითხვების დასმა არასწორია:

"ვფიქრობ, არასწორია, როდესაც ნაპოლის მწვრთნელს ეკითხები თუ როგორ მოიგო თამაში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. ჩემი აზრით, ეს შეუსაბამო საქციელია და მხოლოდ მწვრთნელის დაბნევას ემსახურება." - ამბობს იტალიელი მწვრთნელი.

როგორც იცით, "ნაპოლიმ" გასპერინის "ატალანტა" 1:2 ქართველი ფეხბურთელის დახმარების გარეშე დაამარცხა, რაზეც ლუჩანო სპალეტიმ შემდეგი რამ თქვა:

"გასახდელში არავის სიამოვნებს ამ თემის მუდმივად განხილვა. ბიჭებმა უბრალოდ იციან თუ როგორ უნდა მოიგონ თამაშები." - თქვა სპალეტიმ.

ლუიჯი დი კანიომ კი განაგრძო: "სერია A-ს 3 გამორჩეული თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, ჩირო იმობილე და ვიქტორ ოსიმენი არიან. რასაკვირველია, ხვიჩა კვარაცხელიაც იტალიის ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი