სპალეტი ლიდერების დასვენებას გეგმავს - იქნება თუ არა კვარა “ვერონასთან” » სპორტის ხაზი

სპალეტი ლიდერების დასვენებას გეგმავს - იქნება თუ არა კვარა “ვერონასთან”

სპალეტი ლიდერების დასვენებას გეგმავს - იქნება თუ არა კვარა “ვერონასთან”
14-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში “ნაპოლი” “ვერონას” დაუპირისპირდება. როგორც იწერება, “მილანთან” მატჩის წინ ლუჩიანო სპალეტი ლიდერების დასვენებას გეგმავს.

როგორც La Gazzeta dello Sport-ი იტყობინება, “პარტენოპეის” თავკაცი დღეს გადაწყვეტს, თუ რომელი მოთამაშეები დაისვენებენ. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ძირითად შემადგენლობაში ჟესუსს უნდა ველოდოთ, იგი ასევე “მილანთან” კიმ მინ ჯეს ჩაანაცვლებს. ასევე სავარაუდოა, რომ “ვერონასთან” მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებს ჯაკომო რასპადორიც.

La Gazzeta ასევე წერს, რომ ხვალინდელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია, სტანისლავ ლობოტკა და ჯოვანი დი ლორენცოც დაისვენებენ.

“ნაპოლისა” და “ვერონას” მატჩი ხვალ 20:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი