"მასთან ერთად ნაპოლი თამაშებს ვერ იგებს" - ფედელემ მარიო რუი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა! » სპორტის ხაზი

"მასთან ერთად ნაპოლი თამაშებს ვერ იგებს" - ფედელემ მარიო რუი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა!

"მასთან ერთად ნაპოლი თამაშებს ვერ იგებს" - ფედელემ მარიო რუი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა!
14-04-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მილანისა და ნაპოლის ჩემპიონთალიგურ შეხვედრას საფეხბურთო აგენტი, ენრიკო ფედელე ეხმაურება, რომელმაც ღიად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სპალეტის გუნდს გამარჯვებების მოპოვება მარიო რუისთან ერთად ძალიან უჭირს:

"ვიღაცები ფიქრობენ, რომ მარიო რუი გუნდისთვის დიდი ძალაა და მასთან ერთად ნაპოლი უკეთესად გამოიყურება, თუმცა სიმართლე ის გახლავთ, რომ პორტუგალიელთან ერთად გუნდს მოგება ძალიან უჭირს. შესაძლოა, რომ ის შეტევაში ნორმალური იყოს, თუმცა დაცვაში მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს."

"კარგად ნახეთ მილანის გოლის ეპიზოდი, იქ მარიო რუიმ უდიდესი შეცდომა დაუშვა. გარდა ამისა, არადამაჯერებლები იყვნენ რაჰმანი და მერეტიც."
- თქვა ენრიკო ფედელემ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი