საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” მცველმა, საბა საზონოვმა Sport24-თან ვრცლად ისაუბრა. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა მცველმა მოქალაქეობის ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება, სხვა საინტერესო თემებიც განიხილა, მაგალითად ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი.
“ვფიქრობ, რომ საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს, როგორც ეროვნულში, ასევე ახალგაზრდულებში. რესურსი ნამდვილად გვაქვს იმისა, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ვიბრძოლოთ. ტურნირის საქართველოში ჩატარება დიდი პლუსია. ქომაგები ნაკრების თამაშზე სულ მოდიან, თავისუფალ ადგილს იშვიათად თუ დაინახავ. ბუნებრივია, ასეთ გარემოში თამაში უდიდესი ხელისშეწყობაა” - განაცხადა საბა საზონოვმა.
ფოტო: Nakrebi.ge