Forza Szczęsny - რა მოხდა პოლონელი მეკარის თავს » სპორტის ხაზი

Forza Szczęsny - რა მოხდა პოლონელი მეკარის თავს

Forza Szczęsny - რა მოხდა პოლონელი მეკარის თავს
14-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ევროპის ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” ლისაბონის “სპორტინგს” დაუხვდა და ანგარიშით 1-0, ფედერიკო გატის გოლის წყალობით სძლია.

მატჩის 44-ე წუთზე “ბიანკონერის” კარის დარაჯი ვოიცეხ შესნი მატია პერინიმ შეცვალა. აღნიშნულის მიზეზი კი ის იყო, რომ პოლონელმა გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნო და ბუნებრივია, რომ თამაში ვეღარ განაგრძო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტურინელთა კარის დარაჯი ტახიკარდიამ შეაწუხა და ახლა თავს კარგად გრძნობს. მას დამატებითი კვლევები დღეს ჩაუტარდება და გაირკვევა, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

ეს კი ლისაბონური კლუბის ტვიტერის გვერდია. შესვენებაზე “სპორტინგის” წარმომადგენლებმა პოლონელი გაამხნევეს.

Forza Szczęsny - რა მოხდა პოლონელი მეკარის თავს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი