საქართველოს ნაკრების და მოსკოვის დინამოს მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მშობლებთან ერთად მიიღო.
"არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე და არა მგონია კითხვების დასმა სწორი იყოს - როცა არჩევანს აკეთებ, არ გეკითხებიან თუ რატომ.
ფაქტი ერთია, ორი სამშობლო მაქვს. ბავშვობიდანვე ორმაგი მოქალაქეობა მქონდა, ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი კი მამა. მშობლებს არასდროს ირჩევენ", - თქვა საზონოვმა.
ცნობისთვის, საზონოვის დებიუტი საქართველოს ნაკრებში მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა - მიმდინარე სეზონში 21 წლის მცველს მოსკოვის დინამოს შემადგენლობაში 34 მატჩი დაუგროვდა.