მილანისა და ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგეს. გარდა წაგებისა, სპალეტისთვის კიდევ ერთი ცუდი ფაქტი არსებობს, - მას განმეორებით შეხვედრაში ანგისა და კიმი არ ეყოლება.
ნაპოლის კამერუნელმა ფეხბურთელმა გუშინდელ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, ხოლო კიმი გუნდში ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელსაც ყვითლის მიღების შემთხვევაში მეორე შეხვედრის გამოტოვება ემუქრებოდა. სამწუხაროდ, სამხრეთ კორეელმა "მოახერხა" და გაფრთხილება მაინც მიიღო, თანაც აბსოლუტურად არასაჭირო დროს.
როგორც La Gazzetta dello Sport-ისგან ვიგებთ, ლუჩანო სპალეტის ამავე ფეხბურთელების ჩამნაცვლებლები უკვე განსაზღვრული აქვს. იტალიური გაზეთის ინფორმაციით, ზამბო ანგისას ელიფ ელმასი ჩაანაცვლებს (რომელიც ამჯერად თავის პოზიციაზე იქნება), ხოლო კიმს ჟუან ჟესუსი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის განმეორებით შეხვედრაში 100%-ით დაუბრუნდება, თავად ეს მატჩი კი 18 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.