სპალეტი: “ძლიერი გუნდი მყავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ძლიერი გუნდი მყავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს”

სპალეტი: “ძლიერი გუნდი მყავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს”
13-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიური დუელის პირველი ნაწილი ვიხილეთ. ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “მილანმა” “ნაპოლის” ისმაილ ბენასერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ძლია. შეხვედრის შემდგომ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს:

“ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდი. არაფერს ვნანობ, ვიმუშავებთ. ძლიერი გუნდი მყავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. დღეს ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ხარისხი და 10 კაცით მილანთან თანაბრად თამაში შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, ფორვარდი რომ გვყოლოდა, მეტი შანსი გვექნებოდა. ოსიმენი 100%-ით მზად იქნება საპასუხო შეხვედრისთვის. გეგმის მიხედვით გარისკვა არ ღირდა.

ექვს დღეში ჩვენს სტადიონზე ვითამაშებთ და იმედი მაქვს, რომ იგივე ატმოსფერო არ იქნება, რაც სერია A-ს ბოლო მატჩში იყო. მილანთან საშინაო მატჩში, რაც მოხდა, ვერასდროს გავიგებ და ვერც დავივიწყებ.”

გადამწყვეტი შეხვედრა დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე 18 აპრილს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი