"შედეგს სასტიკად არ ვეთანხმები, ჩემი გუნდის თამაშით კი სიამოვნება მივიღე", - ტუხელის კომენტარი სიტისთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"შედეგს სასტიკად არ ვეთანხმები, ჩემი გუნდის თამაშით კი სიამოვნება მივიღე", - ტუხელის კომენტარი სიტისთან მატჩის შემდეგ

"შედეგს სასტიკად არ ვეთანხმები, ჩემი გუნდის თამაშით კი სიამოვნება მივიღე", - ტუხელის კომენტარი სიტისთან მატჩის შემდეგ
12-04-2023, 16:22
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში ბაიერნი სტუმრად მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შედეგი მატჩის სრულ სურათს არ ასახავს.

"ამ შედეგს არ ვეთანხმები. ისეთ კომპონენტებში და დროს დავისაჯეთ, როცა გუნდურად უკეთ გამოვიყურებოდით - უბრალოდ, დღეს სასტიკად დავისაჯეთ.

მიმაჩნია, რომ 0:2-მდე ჩვენი თამაშის ხარისხი ძალიან კარგი იყო, საერთოდაც 70 წუთამდე ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა.

უბრალოდ სამართლიანი იქნებოდა 1-2 გოლით ნაკლები გაგვეშვა და საპასუხოდ ჩვენც ერთი გაგვეტანა, რადგან ეს ნამდვილად დავიმსახურეთ. ცუდი შედეგის მიუხედავად, ჩემი გუნდი კიდევ უფრო შემიყვარდა.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ გუნდის თამაშით სიამოვნება მივიღე
", - განაცხადა ტუხელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი