"ხვიჩას თუ სივრცეს მისცემ, შანსებს ავტომატურად დაკარგავ" - სტანისლავ ლობოტკა » სპორტის ხაზი

"ხვიჩას თუ სივრცეს მისცემ, შანსებს ავტომატურად დაკარგავ" - სტანისლავ ლობოტკა

"ხვიჩას თუ სივრცეს მისცემ, შანსებს ავტომატურად დაკარგავ" - სტანისლავ ლობოტკა
12-04-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის სლოვაკმა ნახევარმცველმა, სტანისლავ ლობოტკა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ცხადია, მის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდი, რადგან მეც იმ ადამიანთა კატეგორიაში ვარ, რომლებიც რუსეთისა თუ საქართველოს ჩემპიონატს არ უყურებენ. ახლა კი ვფიქრობ, რომ ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია. იმ შემთხვევაში თუ მას სივრცეს მისცემ, ბურთის ართმევის შანსებს ავტომატურად დაკარგავ."

"როდესაც მეტოქე გვაპრესინგებს, ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ გრძელი პასი ავიტანოთ, რომელსაც ოსიმენი აუცილებლად დაიმორჩილებს. მიმაჩნია, რომ ოსიმენიც კვარასთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა და ისეთი ფეხბურთელების გვერდით უნდა განვიხილოთ, როგორებიც ჰოლანდი, ბენზემა და ლევანდოვსკი არიან.
" - თქვა ლობოტკამ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაში დღეს, მილანის წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს. ეს მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი