ისევ უკან სურთ - პსჟ ჩავი სიმონსის ხელახალ შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს » სპორტის ხაზი

ისევ უკან სურთ - პსჟ ჩავი სიმონსის ხელახალ შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს

ისევ უკან სურთ - პსჟ ჩავი სიმონსის ხელახალ შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს
11-04-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

პარიზული კლუბი ნიდერლანდელ ნახევარმცველს არ ივიწყებს, ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

მისივე ინფორმაციით, პსჟ სიმონსის განვითარებით მოხიბლულია და სურს, რომ პროდუქტიული ახალგაზრდა ნახევარმცველი კვლავ თავის საკუთრებად აქციოს.

ჩავი სიმონსი პსვ-ში თამაშობს და მართლაც შესანიშნავად გამოიყურება, მას ამ სეზონში უკვე 14 გოლი აქვს მოგროვილი, რაც ნახევარმცველისთვის ბრწყინვალე მაჩვენებელია.

როგორც რომანო გვამცნობს, პარიზული გუნდის წარმომადგენლები ჩავი სიმონსის აგენტს უახლოეს პერიოდში შეხვდებიან და შეეცდებიან, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი საფრანგეთში სათამაშოდ დააბრუნონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი