"მის შესახებ არაფერსაც არ ვიტყვი, რადგან ძალიან მგრძნობიარეა" - პეპი სპალეტიზე » სპორტის ხაზი

"მის შესახებ არაფერსაც არ ვიტყვი, რადგან ძალიან მგრძნობიარეა" - პეპი სპალეტიზე

"მის შესახებ არაფერსაც არ ვიტყვი, რადგან ძალიან მგრძნობიარეა" - პეპი სპალეტიზე
11-04-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

გარკვეული პერიოდის წინ პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ ნაპოლი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ეს კი სპალეტის საქებარ სიტყვებად სულაც არ მიუღია, პირიქით, ნაპოლის დამრიგებელმა ჩათვალა, რომ მან.სიტის მწვრთნელი მათზე ფსიქოლოგიური წნეხის გაზრდას ცდილობდა.

სხვათაშორის, პეპ გვარდიოლას სპალეტისა და ნაპოლის შესახებ შეკითხვა უახლეს პრესკონფერენციაზეც დაუსვეს (რომელიც კლუბმა ბაიერნთან მატჩამდე გამართა), სადაც პეპმა შემდეგი რამ თქვა:

"რა შანსები აქვს ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაში? - მოდით, მათ შესახებ აღარაფერი მკითხოთ და მეც არაფერს ვიტყვი, რადგან მათი მწვრთნელი ჩემს სიტყვებს ძალიან ემოციურად იღებს, ის მეტად მგრძნობიარეა." - თქვა გვარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრას დღეს, მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ 23:00 საათზე საშინაო კედლებში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი