მამუკელაშვილი: "ვლოცულობ, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად იყოს" » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილი: "ვლოცულობ, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად იყოს"

მამუკელაშვილი: "ვლოცულობ, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად იყოს"
11-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის "სან ანტონიო სპურსის" ღირსებას იცავს, San Antonio Express-News-სთან 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და ასევე უკრაინას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა.

"2008 წელს ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ომმა მთელ ქვეყანაზე იმოქმედა. მეგობრები მიყვებოდნენ თავიანთი ძმების შესახებ, რომლებსაც იარაღი ხელში არასდროს ჭერიათ და საკუთარი ქვეყნის დასაცავად ომში წავიდნენ.

ახლა უკრაინის გვერდით ვდგავარ. მივესალმები ყველას, ვინც იქ თავისი ქვეყნისთვის იბრძვის და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავუჭირო მხარი. რთულია, რაც ხდება. იმედია, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. ახლა მე მათ გვერდით ვარ და ვლოცულობ, რომ ყველაფერი კარგად იყოს"- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი