ნაპოლის ტრავმიანობა - სიმეონეზე გაირკვა, ოსიმენს ჯერ ისევ ელოდებიან » სპორტის ხაზი

ნაპოლის ტრავმიანობა - სიმეონეზე გაირკვა, ოსიმენს ჯერ ისევ ელოდებიან

ნაპოლის ტრავმიანობა - სიმეონეზე გაირკვა, ოსიმენს ჯერ ისევ ელოდებიან
9-04-2023, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალს ისტორიაში პირველად ითამაშებს და სამწუხაროდ, ამ მატჩისთვის გუნდს ჯოვანი სიმეონე დააკლდება, რომელმაც მუხლის დაზიანება ლეჩესთან შეხვედრაში მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, არგენტინელ ფეხბურთელბს 3-4 კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მილანთან განმეორებითი შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.

განსხვავებული სიტუაციაა გუნდის ძირითადი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში, რომელმაც დაზიანება სანაკრებო პაუზისას მიიღო, რის გამოც ნიგერიელმა ფეხბურთელმა ნაპოლის ბოლო 2 შეხვედრა გამოტოვა. Corriere dello Sport-ისა და სხვა წამყვანი იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ვიქტორის ტრავმიანობის შესახებ ზუსტი პასუხი ორშაბათს იქნება.

ამდენად, ლუჩანო სპალეტის ერთადერთი რეალური გამოსავალიღა რჩება, - ჯაკომო რასპადორი, რომელიც იდეალურ ფორმაში ზუსტად იმავე მიზეზის გამო არ იმყოფება, რაც სიმეონესა და ოსიმენს აწუხებთ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტრავმიანობის ფონზე, იტალიელები ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი პოზიციის, კერძოდ კი თავდამსხმელის სტატუსის მინიჭების ვარიანტს სერიოზულად განიხილავენ, რაც თავისთავად დააბნევს სტეფანო პიოლის და მისი გუნდის მცველებში დეზორიენტაციას გამოიწვევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი