"ტუხელის მოსვლის შემდეგ, ბაიერნის ერთი თამაშიც არ მინახავს", - გვარდიოლა მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ტუხელის მოსვლის შემდეგ, ბაიერნის ერთი თამაშიც არ მინახავს", - გვარდიოლა მატჩამდე

"ტუხელის მოსვლის შემდეგ, ბაიერნის ერთი თამაშიც არ მინახავს", - გვარდიოლა მატჩამდე
9-04-2023, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, 11 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის პირველ ტურში ეტიჰად სთედიუმზე ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან.

ბაიერნთან მატჩამდე გასულ ტურში მანჩესტერ სიტიმ საუთჰემპტონი გასვლაზე 1:4 გაანადგურა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"ახლა ბაიერნ მიუნხენისთვის მოვემზადებით. მათ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ და ჯერჯერობით არც ერთი თამაში არ მინახავს, აუცილებლად უნდა ვუყურო მათ მატჩებს, გავაანალიზო და დავინახო თუ რას ვაპირებთ ბაიერნთან მატჩში.

ასე რომ, ბედნიერი ვარ, რომ კვლავ აქ ვარ...
", - განაცხადა გვარდიოლამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი