იტალიის სერია ა-ს 29-ე ტურის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე გასვლაზე სამპდორიას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში მეტოქე 2-3 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სადებიუტო გოლი ლუკა ლოჩოშვილმა 85-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი შეიტანა.
ლუკას გოლს სოციალურ ქსელში სერია ა-ში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი, ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა.