"ჩემი მიზანია, რომ ხვიჩასა და ლეაოს დონეს მივაღწიო" - სასუოლოს შემტევი » სპორტის ხაზი

"ჩემი მიზანია, რომ ხვიჩასა და ლეაოს დონეს მივაღწიო" - სასუოლოს შემტევი

"ჩემი მიზანია, რომ ხვიჩასა და ლეაოს დონეს მივაღწიო" - სასუოლოს შემტევი
8-04-2023, 17:14
Aa Aa
გაზიარება:

თუ საქმე სერია A-ს საუკეთესო გარემარბების ჩამოთვლაზე მიდგება, ალბათ, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო უნდა გავიხსენოთ, რომლებიც იტალიის ჩემპიონატში მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებენ.

ქართველ ფეხბურთელს 12 გოლი და 10 ასისტი აქვს მითვლილი, რაფაელ ლეაომ კი მეტოქის კარის აღება 10-ჯერ მოახერხა, რასაც 6 საგოლე პასი დაუმატა.

სწორედ ამავე მოთამაშეების შესახებ გააკეთა კომენტარი სასუოლოს გარემარბმა, არმან ლორიენტემ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს დონისადმი მიღწევის სურვილი გამოთქვა:

"ხვიჩა და ლეაო გამორჩეულები, ეფექტურები არიან. მათ შეუძლიათ, რომ ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გვიჩვენონ, სისუსტეები კი ოსტატურად დამალონ. ვფიქრობ, სერია A-ს საუკეთესო ვინგერები სწორედ ეს ფეხბურთელები არიან. მსურს, რომ მათ დონეს მივაღწიო, თუმცა ამისთვის ეფექტიანობის გაზრდა მომიწევს. მიხარია, რომ ლიგაში ახალი ვარ და საამისოდ ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს." - თქვა ფრანგმა ფეხბურთელმა

ცნობისთვის, არმან ლორიენტეს სერია A-ში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი