"მილანთან წაგებამ სანუკვარ მიზანს არ უნდა დაგვაშოროს" - ჯოვანი დი ლორენცო მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"მილანთან წაგებამ სანუკვარ მიზანს არ უნდა დაგვაშოროს" - ჯოვანი დი ლორენცო მატჩის შემდეგ

"მილანთან წაგებამ სანუკვარ მიზანს არ უნდა დაგვაშოროს" - ჯოვანი დი ლორენცო მატჩის შემდეგ
7-04-2023, 23:21
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლეჩესა და ნაპოლის დაპირისპირება, რომელიც სტუმარმა გუნდმა 1:2 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ჯოვანი დი ლორენცო გამოჩნდა, გთავაზობთ მის კომენტარს:

"ვიცოდით, რომ ლეჩე რთულად დასამარცხებელი და კომპაქტურად მოთამაშე გუნდი იქნებოდა. ჩვენ მათი დამარცხებით უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ავიღეთ, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ოცნება გავაგრძელოთ."

"ჩვენი მთავარი ძალა გუნდურობაშია. ნაპოლის წარმატებაში იმ ფეხბურთელებსაც უდიდესი როლი მიუძღვით, რომლებიც სათამაშოდ ცოტა დროს იღებენ."

"მილანთან მარცხის შემდეგ გუნდი ლუჩანო სპალეტის გამოსვლას უსმენდა, მე კი მისი სიტყვები გავაგრძელე. მთავარი ისაა, რომ მილანთან მძიმე წაგებამ ჩვენს ოცნებას არ დაგვაშოროს."
- თქვა ნაპოლის კაპიტანმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის ჩემპიონთალიგური მატჩი 12 აპრილს სან სიროზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი