გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა! » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა!

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა!
6-04-2023, 23:26
Aa Aa
გაზიარება:

Transfermarkt-მა, რომლის ვებგვერდზეც ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებს ვხვდებით, გიორგი მიქაუტაძის ფასი განაახლა.

ამჟამად, მიქაუტაძე 6 მილიონი ევრო ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფორვარდი ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა!

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც თვეების წინ მიქაუტაძე 3 მილიონი ევრო ღირდა, მისმა ფანტასტიკურმა თამაშმა კი სატრანსფერო ღირებულება გააორმაგა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მომენტისთვის გიორგიზე ძვირადღირებული მხოლოდ 2 ქართველი ფეხბურთელია: ხვიჩა კვარაცხელია 85, ხოლო გიორგი მამარდაშვილი 25 მილიონით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.