"ლაპორტამ ბაიერნს მადლობა გადაუხადა", - კლუბებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დალაგდა? » სპორტის ხაზი

"ლაპორტამ ბაიერნს მადლობა გადაუხადა", - კლუბებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დალაგდა?

"ლაპორტამ ბაიერნს მადლობა გადაუხადა", - კლუბებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დალაგდა?
2-10-2022, 19:33
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის და ბარსელონას ხელმძღვანელობას შორის გარკვეული დაძაბულობა იყო.

ყოველივე ეს შემდეგი მიზეზებით იყო განპირობებული: ლევანდოვსკის სატრანსფერო საგა, სუპერლიგის ამბები, ბაიერნის მცდელობა პედრის გადმობირებისა (ბარსელონას გვერდის ავლით), ნაგელსმანის განცხადებები ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკაზე და სხვა.

თუმცა, როგორც SPORT1 იტყობინება, კლუბებს შორის ურთიერთობა დალაგდა - წყაროს მტკიცებით, ესპანური გუნდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ბაიერნის ხელმძღვანელობას ლევანდოვსკის ტრანსფერის დროს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხდა.

ორივე გუნდის ხელმძღვანელობას ახლა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და იმედოვნებენ, რომ სამომავლოდაც ასე გაგრძელდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი