VIDEO: სერია ა-ს მთავარმა ვარსკვლავებმა მაისურები გაცვალეს - კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა » სპორტის ხაზი

VIDEO: სერია ა-ს მთავარმა ვარსკვლავებმა მაისურები გაცვალეს - კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა

VIDEO: სერია ა-ს მთავარმა ვარსკვლავებმა მაისურები გაცვალეს - კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა
6-04-2023, 16:14
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე მილანს უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.

როგორც იცით, მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიასთან რაფაელ ლეაო გამოჩნდა, რომელმაც ქართველს მაისურების გაცვლა შესთავაზა.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში პორტუგალიელი ვარსკვლავის კომენტარი გავრცელდა, რომელშიც ლეაოს განზრახვის მიზეზს ვიგებთ:

"ხვიჩას მაისურის გაცვლა ვთხოვე, რადგან მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ სათამაშო სტილით ერთმანეთს ვგავართ." - თქვა ლეაომ.

ახლა კი ამ ყოველივეს ამსახველი კადრები იტალიის სერი ა-ს ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი