“ლენოვო ტენერიფემ” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მათ შინ “მანრესა” მიიღეს და ანგარიშით 91:84 დაამარცხეს. ამით “ტენერიფემ” მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა თავისდა სასარგებლოდ დაასრულა.
გუნდს კიდევ ერთხელ ულიდერა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა. მან მოედანზე 29:18 წუთის მანძილზე ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა ჩააგდო და 6 მოხსნა მიითვალა. ამ შედეგით გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.