"ის იოზუა კიმიხს ბევრად ჯობია" - ვან დერ ვაარტი ბარსელონას ნახევარმცველზე » სპორტის ხაზი

"ის იოზუა კიმიხს ბევრად ჯობია" - ვან დერ ვაარტი ბარსელონას ნახევარმცველზე

"ის იოზუა კიმიხს ბევრად ჯობია" - ვან დერ ვაარტი ბარსელონას ნახევარმცველზე
2-10-2022, 19:29
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე თვის წინ, ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რაფელ ვან დერ ვაარტმა თავის თანამემამულეზე და ბარსელონას ამჟამინდელ ნახევარმცველზე, ფრენკ დე იონგზე ისაუბრა.

ვან დერ ვაარტმა დე იონგის სუსტ მხარეებზე ისაუბრა, თუმცა მიუხედავად ამისა, აღნიშნა, რომ ის ბაიერნის შუახაზელ, იოზუა კიმიხზე უკეთესი ფეხბურთელია:

"ხალხი დე იონგს არ უნდა აფასებდეს როგორც კრეატიულ და შედეგიან ათიანს - ის ასეთი არ არის.

შეადარეთ ის ბავარიელ კიმიხს, მაგრამ ფრენკი მას ბევრად სჯობს. ფრენკს სუსტ გუნდებთან ძალიან უჭირს თავის გამოჩენა, რადგან ბევრი სივრცეები არ რჩება.

ვშიშობ, რომ გოლების მანქანად ის ვერასდროს იქცევა - პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფრენკი კლასიკური ათიანისთვის დამახასიათებელი ტექნიკის მფლობელი არ არის, ის რვიანის ან ექვსიანის როლში უკეთ თამაშობს
", - თქვა ვან დერ ვაარტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი