როგორც იცით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჯუნიორმა გუნდის განაცხადი კოპა ამერიკისთვის უკვე წარადგინა, სადაც რიჩალისონი არ შეიყვანა, რაზეც, რა თქმა უნდა, ბევრს გაუჩნდა კითხვა.
"რიჩარლისონი არ გამომიძახებია, რადგან ტრავმა აწუხებდა. ის ხელმისაწვდომი არ არის და მისი კონტინენტის პირველობაზე წაყვანა დიდი რისკია. ბოლოს ახალი პრობლემაც ჰქონდა", - აცხადებს დორივალი.
ცნობისთვის, მან ისეთი ფეხბურთელები დატოვა განაცხადს მიღმა, როგორებიცაა კაზემირო, ბრემერი, ნეიმარი და გაბრიელ ჟეზუსი.