"მათი ნომერ პირველი სამიზნე მამარდაშვილია", - ფაბრიციო რომანო კონკრეტულ გუნდს ასახელებს » სპორტის ხაზი

"მათი ნომერ პირველი სამიზნე მამარდაშვილია", - ფაბრიციო რომანო კონკრეტულ გუნდს ასახელებს

"მათი ნომერ პირველი სამიზნე მამარდაშვილია", - ფაბრიციო რომანო კონკრეტულ გუნდს ასახელებს
5-04-2023, 19:48
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ინგლისური კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდა - ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა Geo Team-მა გაავრცელა.

ზემოთხსენებული მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა და კონკრეტული კლუბის ინტერესზეც დაწერა - ფაბრიციოს თქმით, მამარდაშვილის მიმართ ინტერესს ლესტერ სიტი იჩენს და კლუბის წარმომადგენლები გუშინ ფეხბურთელის აგენტსაც შეხვდნენ.

როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მამარდაშვილის ვალენსიადან წასვლის შანსი ძალიან მაღალია.

ცნობისთვის, ლესტერ სიტი პრემიერ ლიგის 29 ტურის შემდეგ, 25 ქულით მე-19 პოზიციას იმყოფება და გასავარდნ ზონაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი