"ლივერპულში ასეთ ხარისხიან კონკურენციაში არ ყოფილა", - ოლივერ კანმა მანეს კრიზისზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ლივერპულში ასეთ ხარისხიან კონკურენციაში არ ყოფილა", - ოლივერ კანმა მანეს კრიზისზე ისაუბრა

"ლივერპულში ასეთ ხარისხიან კონკურენციაში არ ყოფილა", - ოლივერ კანმა მანეს კრიზისზე ისაუბრა
3-04-2023, 15:57
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, სადიო მანეს ბაიერნში ტრანსფერი ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რაც ნაწილობრივ სენეგალელი შემტევის დიდხნიანი ტრავმის გამოცაა განპირობებული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკორდმაისტერის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 30 წლის შემტევი უახლოეს მომავალში თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს.

"სადიო ბაიერნში ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია - ეს მისთვის ახალი რეალობაა აღმოჩნდა, რადგან ლივერპულში ასეთ ხარისხიან კონკურენციაში არ ყოფილა.

ის მწვრთნელისგან და ჩვენგან სრულ მხარდაჭერას იღებს. გვსურს, რომ საფეხბურთო კუთხით აფეთქდეს და შესაძლოა, ყოველივე ეს მალე გვაჩვენოს, მასში დარწმუნებული ვარ
", - განაცხადა კანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი