ბუნდესლიგის მატჩისას ტრაგედია დატრიალდა » სპორტის ხაზი

ბუნდესლიგის მატჩისას ტრაგედია დატრიალდა

ბუნდესლიგის მატჩისას ტრაგედია დატრიალდა
2-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ შეხვედრაში “შალკემ” “ლევერკუზენს” უმასპინძლა და ანგარიშით 0-3 დამარცხდა.

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა აღნიშნული მატჩისას. სტადიონის სამხრეთ ტრიბუნაზე ერთ-ერთი ქომაგი შეუძლოდ გახდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ “შალკეს” ქომაგი დაიღუპა.

“ფეხბურთი დღეს მეორეხარისხოვანია. თამაშის დროს ერთი მაყურებელი ცუდად გახდა და სამწუხაროდ, ექიმების ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ახლობლებს, ჩვენი ფიქრები ახლა მათთანაა” - წერია გერმანული კლუბის ოფიციალურ ტვიტერზე.

ბუნდესლიგის მატჩისას ტრაგედია დატრიალდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი