მესი კვლავ ბარსაში? - ჩავი ერნანდესის კომენტარი » სპორტის ხაზი

მესი კვლავ ბარსაში? - ჩავი ერნანდესის კომენტარი

მესი კვლავ ბარსაში? - ჩავი ერნანდესის კომენტარი
1-04-2023, 20:42
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ლიონელ მესის პსჟ-სთან არსებული კონტრაქტი ამ დრომდე არ გაუხანგრძლივებია, არადა როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, პარიზულ გუნდს კონტრაქტი მზად მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებისთანავე ჰქონდა.

ჭორის დონეზე იწერება, რომ მესი ბარსელონაში დაბრუნების ალტერნატივასაც განიხილავს, რაზეც კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა და ლეოს ყოფილმა თანაგუნდელმა ჩავი ერნანდესმაც გააკეთა:

"სიამოვნებით ვიხილავდი ლეოს კვლავ ბარსაში. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია მის ბედნიერებაზე და მის დაბრუნების სურვილზე.

მსოფლიოში ყველას სურს, რომ მესი დაბრუნდეს. ეს იქნებოდა უკანასკნელი ცეკვა, როგორც მაიკლ ჯორდანი
", - განაცხადა ჩავიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი