"აი, რას გეტყვით ჩემი კონტრაქტის შესახებ" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"აი, რას გეტყვით ჩემი კონტრაქტის შესახებ" - ლუჩანო სპალეტი

"აი, რას გეტყვით ჩემი კონტრაქტის შესახებ" - ლუჩანო სპალეტი
5-04-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ლუჩანო სპალეტი სეზონის დასასრულს ნაპოლიდან წასვლას აპირებს.

ცხადია, ამის შესახებ ჟურნალისტებმა თავად იტალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

"ჩემი და ამ ქალაქის ურთიერთობა გადამწყვეტ ფაზაშია შესული, მთელი ყურადღება კი სეზონის დადებითად დასრულებისკენ მაქვს მიმართული. ჩვენ უბრალოდ არ გსურს, რომ დამატებით წვრილმანებზე ცალკე ენერგია დავხარჯოთ, რადგან ნაპოლის ერთადერთი მიზანი თასის (თასების) მოპოვებაა."

"რასაკვირველია, კლუბს შეუძლია, რომ კონტრაქტი გამიხანგრძლივოს, ეს დე ლაურენტისის არჩევანია, თავად კი მხოლოდ სეზონის კულმინაციაზე ვფიქრობ. იმედს დავიტოვებ, რომ ფეხბურთელებიც ანალოგიური განწყობით ჩაამთავრებენ საქმეს. ახლა ჩვენი ფუნდამენტი მხოლოდ ერთი რამაა, - კარგი შედეგის სახლში მოტანა."
- თქვა სპალეტიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი