იტალიურ მედიაში ვრცელდება ნაპოლის ლეგენდარული მასაჟისტის, სალვატორე კარმანდოს კომენტარი, რომელიც კლუბში დიეგო მარადონას დროიდან მუშაობს.
მას ჟურნალისტებმა კითხვა ხვიჩა კვარაცხელიასა და დიეგო მარადონას შედარების შესახებ დაუსვეს, რაზეც სალვატორემ შემდეგი რამ უპასუხა:
"კვარაცხელია? - ის შესანიშნავად გამოიყურება. ამ ბიჭს მართლაც შეუძლია, რომ დიეგოს დონემდე და სახელამდე მივიდეს, თუმცა, მოდით, ნუ მოვახდენთ მასზე ზეწოლას, სჯობს თამაში და საქმის კეთება ვაცადოთ." - თქვა კარმანდომ Radio Kiss Kiss Napoli-ს ეთერში
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში კვირას, მილანის წინააღმდეგ 22:45-ზე გამართავს.