"ხვიჩას ახალ კონტრაქტზე თავად არაფერი ვიცი" - ნაპოლის პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას ახალ კონტრაქტზე თავად არაფერი ვიცი" - ნაპოლის პრეზიდენტი

"ხვიჩას ახალ კონტრაქტზე თავად არაფერი ვიცი" - ნაპოლის პრეზიდენტი
31-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ პრესაში ვრცელდება ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის კომენტარი, რომელიც მან როგორც კლუბის ჩემპიონთალიგურ თავგადასავალზე, ისე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა.

უპირველეს ყოვლისა, ნაპოლის პრეზიდენტმა უეფა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იტალიური გუნდების საერთაშორისო ტურნირზე ერთმანეთთან თამაში სისულელეა, ამაში ბრალი კი ჩემპიონთა ლიგის მესვეურებს მიუძღვით:

"ეს საერთაშორისო ტურნირია, მაგრამ ისევ იტალიელებს ვეთამაშებით. ამ ყველაფერში დამნაშავე უტვინო უეფაა. წარმოიდგინეთ, მილანს თასზეც რომ ვხვდებოდეთ, მათთან ერთ თვეში თამაში 4-ჯერ მოგვიწევდა, რაც სრული სიგიჟეა. ჩემპიონთა ლიგისა და ზოგადად, საერთაშორისო ტურნირის მთელი არსი ისაა, რომ სხვა ქვეყნის გუნდს ეთამაშო და საკუთარი თავი მასთან გამოსცადო, ხოლო ის პრაქტიკა რაც დამკვიდრებულია, ჩემთვის მისაღები სულაც არაა. დროა, რომ უეფა რამით ჩავანაცვლოთ, მათი მონები აღარ უნდა ვიყოთ."

ამის შემდეგ ჟურნალისტებმა დე ლაურენტისს კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე დაუსვეს, ნაპოლის პრეზიდენტმა კი მათ ჩაცინებით უპასუხა:

"ხვიჩას ახალი კონტრაქტი? - ამის შესახებ არაფერი ვიცი, თავად საიდან გაქვთ ინფორმაცია? მას ჩვენთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს და კიდევ რა გახანგრძლივებაზე საუბრობთ? მოდით, იმ ჟურნალისტებივით ნუ მოიქცევით, რომლებისთვისაც პრიორიტეტი ბინძური ფულია და არა წმინდა პროფესიონალიზმი." - თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი