რამდენ ხანს იუქმებს ვიქტორ ოსიმენი? - პირველი ცნობები იტალიიდან » სპორტის ხაზი

რამდენ ხანს იუქმებს ვიქტორ ოსიმენი? - პირველი ცნობები იტალიიდან

რამდენ ხანს იუქმებს ვიქტორ ოსიმენი? - პირველი ცნობები იტალიიდან
31-03-2023, 20:05
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნაპოლის 24 წლის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია. როგორიც ნაპოლიმ განაცხადა, ნიგერიელი ფორვარდი სანაკრებო შესვენებიდან საზარდულის ტრავმით დაბრუნდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ოსიმენის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 20 დღემდე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფორვარდი მილანთან პრინციპულ დაპირისპირებას სერია ა-ში გამოტოვებს, ხოლო ითამაშებს თუ არა ოსიმენი ჩემპიონთა ლიგაზე ამ დრომდე უცნობია.

უახლოეს დღეებში ვიქტორს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ყველაფერი ამის შემდგომ გახდება ცნობილი.

გარდა მილანთან მატჩისა, უკვე გადაწყვეტილია რომ 24 წლის ფორვარდი სერია ა-ს კიდევ ერთ მატჩს, ლეჩეს წინააღმდეგაც გამოტოვებს.

ცნობისთვის, ნაპოლი იტალიის სერია ა-ს 71 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს 19 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი