"იტალიის ქუჩებში ფეხბურთს აღარავინ თამაშობს", - რობერტო მანჩინი » სპორტის ხაზი

"იტალიის ქუჩებში ფეხბურთს აღარავინ თამაშობს", - რობერტო მანჩინი

"იტალიის ქუჩებში ფეხბურთს აღარავინ თამაშობს", - რობერტო მანჩინი
31-03-2023, 19:08
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ადგილობრივი ფეხბურთის პრობლემებზე საუბრისას ქუჩის ფეხბურთის თემასაც შეეხო და გულისწყვეტა გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ახალგაზრდები ქუჩაში ფეხბურთს იგივე ინტენსივობით არ თამაშობენ, როგორც ეს ადრე იყო:

"იტალიის ქუჩებში ფეხბურთს აღარავინ თამაშობს, არადა ჩვენ ქუჩაში ფეხბურთს სამი-ოთხი საათის განმავლობაში ვთამაშობდით და მხოლოდ ამის შემდეგ მივდიოდით ვარჯიშებზე - სამწუხაროდ დღეს იგივე არ ხდება.

ის, რომ არგენტინელები, ბრაზილიელები და ურუგვაელები ასეთ მაღალ დონეზე თამაშობენ შემთხვევითი სულაც არ არის, ისინი ქუჩებიდან მოდიან
", - განაცხადა მანჩინიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი