"ისევ გალია მის შესაჩერებლად" | MEDIASET-ის სტატია ხვიჩა კვარაცხელიასა და მილანზე » სპორტის ხაზი

"ისევ გალია მის შესაჩერებლად" | MEDIASET-ის სტატია ხვიჩა კვარაცხელიასა და მილანზე

"ისევ გალია მის შესაჩერებლად" | MEDIASET-ის სტატია ხვიჩა კვარაცხელიასა და მილანზე
30-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში მილანს უმასპინძლებს, ამ შეხვედრის შესახებ კი MEDIASET-მა დაწერა, რომელიც მოელის, რომ სტეფანო პიოლი ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად მინდორზე ცოცხალ გალიას შექმნის:

"უახლოეს პერიოდში სტეფანო პიოლის მილანი ლუჩანო სპალეტის ნაპოლისთან 3 შეხვედრას გამართავს, მილანელების მთავარი თავსატეხი კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც მეტოქეს აიძულებს, რომ ტაქტიკა სამიდან ოთხ მცველზე გადააწყოს."

"დიდი ალბათობით, კვარას პირისპირ დავიდე კალაბრია იქნება, რომელსაც ზურგს სიმონ კიაერი ან მალიკ ტიაუ გაუმაგრებს. საგულისხმოა, რომ წინა შეხვედრაში კვარაცხელიას კალაბრია და დანიელი მცველის დუეტი მეურვეობდა, რომელთა ბარიერების გადალახვაც ხვიჩამ სულ რამდენჯერმე შეძლო. ცხადია, ეს კარგად ახსოვს სტეფანო პიოლისაც, რომელიც გალიის დადგმას მორიგ ჯერზე აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მილანთან მატჩში ქართველის გარშემო 2 ფეხბურთელი მუდმივად იქნება ხოლმე."
- წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის დაპირისპირება კვირას, 22:45-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი