"შეუძლია გახდეს საუკეთესო ბომბარდირი" - სიომინი ხვიჩაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"შეუძლია გახდეს საუკეთესო ბომბარდირი" - სიომინი ხვიჩაზე საუბრობს

"შეუძლია გახდეს საუკეთესო ბომბარდირი" - სიომინი ხვიჩაზე საუბრობს
2-10-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ დამაჯერებელ და პროდუქტიულ შეხვედრას, "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი, იური სიომინი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:

"ასეთი ტემპებით კვარაცხელია შეიძლება ამ სეზონში ნაპოლის მთავარი ბომბარდირი გახდეს. გუნდს არ ჰყავს ისეთი აშკარა ბომბარდირი, როგორებიც ჰოლანი, ჟირუ და ლეაუ არიან. შეუძლია გახდეს საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება" - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს "ჩემპიონატი".

შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში "ლაციოს" ფორვარდს, ჩირო იმობილეს გაუთანაბრდა. პირველ ადგილს კი ბომბარდირთა დავაში მარკო არნაუტოვიჩი იკავებს, რომლის ანგარიშზე ექვსი გატანილი ბურთია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი