მამუკელაშვილმა “იუტასთან” 17 ქულა მიითვალა » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილმა “იუტასთან” 17 ქულა მიითვალა

მამუკელაშვილმა “იუტასთან” 17 ქულა მიითვალა
30-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” შინ “იუტა ჯაზი” მიიღო და მორიგი მარცხი იწვნია. გრეგ პოპოვიჩის შეგირდები ანგარიშით 117:128 დამარცხდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა 28:42 წუთის განმავლობაში ითამაშა. მიუხედავად “სპურსის” მარცხისა, სანდრომ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 17 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი