“ლენოვო ტენერიფე” ACB ლიგის 24-ე ტურში “გრან კანარიას” დაუპირისპირდა. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და ამაზე მატჩის ანგარიშიც მეტყველებს - “ტენერიფემ” მეტოქე ანგარიშით 81:77 დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.
რაც შეეხება ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის მონაგარს, ეს ასეთი იყო - საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 19:47 წუთი გაატარა, ამ დროში მან 15 ქულა, 3 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი სროლა გამოიყენა, მისი 8-დან 7 საჯარიმო სროლა ზუსტი იყო.
ამ დროისთვის “ტენერიფე” ესპანეთის ლიგაში 17 მოგებითა და 6 მარცხით მეოთხე ადგილს იკავებს.