ფოტო | ქუჩის ხელოვნება - ხვიჩასა და ოსიმენს უკვე ნეაპოლის ასფალტებზე ხატავენ » სპორტის ხაზი

ფოტო | ქუჩის ხელოვნება - ხვიჩასა და ოსიმენს უკვე ნეაპოლის ასფალტებზე ხატავენ

ფოტო | ქუჩის ხელოვნება - ხვიჩასა და ოსიმენს უკვე ნეაპოლის ასფალტებზე ხატავენ
26-03-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ლაციოს 19 ქულით უსწრებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ კლუბი სკუდეტოს ისტორიაში მესამედ 99%-იანი ალბათობით მოიგებს.

ალბათ, უკვე ბევრგან შეგხვდებოდათ ნეაპოლის ქუჩებში გადაღებული ფოტოები, სადაც ხალხი იტალიის ჩემპიონატის მოგებას წინსაწარ ზეიმობს, ან ამ გენიალური მიღწევის აღსანიშნად ემზადება.

სწორედ ასე, იღებება ნეაპოლის ქუჩები, იდგმება ნაპოლის ფეხბურთელთა მუყაოს ფიგურები, ფერადდება ადგილობრივი მოსახლეობის ავტომობილები. მოკლედ, იტალიის სამხრეთში მდებარე ისტორიული ქალაქი დიდი ზეიმის მოლოდინშია.

სკუდეტოს მესამედ მოგებაში, ცხადია, რომ უდიდესი როლი ნაპოლის მომაკვდინებელ დუეტს აქვს, რომლის გამოსახულებასაც ნეაპოლში უკვე ასფალტზეც კი ხატავენ, ამის შესახებ Il Mattino-მ დაწერა.

იხილეთ ფოტო

ფოტო | ქუჩის ხელოვნება - ხვიჩასა და ოსიმენს უკვე ნეაპოლის ასფალტებზე ხატავენ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი