ფოტო | ჩემპიონობის აღსანიშნად ნაპოლის ფანმა მანქანა საოცრად მოხატა » სპორტის ხაზი

ფოტო | ჩემპიონობის აღსანიშნად ნაპოლის ფანმა მანქანა საოცრად მოხატა

ფოტო | ჩემპიონობის აღსანიშნად ნაპოლის ფანმა მანქანა საოცრად მოხატა
3-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Corriere dello Sport-მა ერთ-ერთი იტალიელი გულშემატკივრის შესახებ დაწერა, რომელმაც საკუთარი მანქანა ნაპოლის ჩემპიონობის აღსანიშნად საოცრად მოხატა:

"უბრალოდ გაიარეთ ნეაპოლის ქუჩებში და კარგად მიხვდებით იმას, თუ რას ნიშნავს ამ ხალხისთვის სკუდეტოს მოგება, ყველგან ფეხბურთელების მაისურებია ჩამოკიდებული, მათი ქანდაკებები კი ქუჩების კუთხეებს ამშვენებს."

"ყველა ამ გულშემატკივარს შორის, რომელიც ნაპოლის ჩემპიონობას უკვე ზეიმობს, არსებობს ერთი გამორჩეული წევრი, რომელმაც თავისი სიტროენის მარკის მანქანა ნაპოლის ფერებში მოხატა. სხვათაშორის, ეს C3 მოდელია, რაც შემთხვევითი სულაც არაა, ის Champions 3-ს ნიშნავს, ანუ ნაპოლისთვის სკუდეტოს ისტორიაში მესამედ მოგებას."

"მანქანა აშკარად ნაპოლის ფერებშია და ყველგან იტალიის დროშაა დატანილი, უმეტესი ნაწილი კი ხელმოწერებითაა სავსე, მათ შორის ბრუნო ჯიორდანოსა და სალვატორ ბანის ხელმოწერებით, ისინი იმ გუნდის წევრები გახლდათ, რომლებმაც ნაპოლის სკუდეტო უკანასკნელად 1990 წელს მოუტანეს."
- წერს იტალიური გაზეთი

ფოტო | ჩემპიონობის აღსანიშნად ნაპოლის ფანმა მანქანა საოცრად მოხატა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი