დრამა ყაზახეთში | ჩვენმა საპლეიოფო მეტოქემ პირველივე მატჩი წააგო » სპორტის ხაზი

დრამა ყაზახეთში | ჩვენმა საპლეიოფო მეტოქემ პირველივე მატჩი წააგო

დრამა ყაზახეთში | ჩვენმა საპლეიოფო მეტოქემ პირველივე მატჩი წააგო
24-03-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ორი გზით შეუძლია. პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთა ლიგის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი (ნახევარფინალი და იმედია, ფინალიც), სადაც პირველ ჯერზე ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს დავუპირისპირდებით. რაც შეეხება მეორე შანსს, ეს მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის მოწინავე პოზიციებზე დასრულებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ერთა ლიგის საპლეიოფო მეტოქე ყაზახეთმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი არც თუ სახარბიელოდ დაიწყო, მათ პირველივე მატჩში წაგება სლოვენიის ნაკრებთან იწვნიეს, - 1:2.

მასპინძლები სტუმრებთან მატჩის 23-ე წუთზე სამოროდოვის გოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი მოგებით დაასრულეს. რაც შეეხება მეორე ნახევარს, ის სლოვენიისთვის გაცილებით კარგი გამოდგა, რომელმაც ორი უპასუხო ბურთი გაიტანა (47წთ - ბრეკალო, 78წთ - ვიპოტნიკი) და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო.

გარდა ყაზახეთისა და სლოვენიისა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის H ჯგუფში დანიის, ფინეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და სან მარინოს ნაკრებები არიან. ამ მომენტისთვის დანიას, სლოვენიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას 3-3-3 ქულა აქვთ, დანარჩენები კი უქულოდ არიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთს ერთა ლიგის ნახევარფინალში 2024 წლის მარტში დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი