ოსიმენი: “მინდა, ხალხს დავეხმარო” » სპორტის ხაზი

ოსიმენი: “მინდა, ხალხს დავეხმარო”

ოსიმენი: “მინდა, ხალხს დავეხმარო”
23-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა ნიგერიულ მედიასთან ისაუბრა. ფეხბურთელმა ქველმოქმედების სურვილი გამოთქვა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მოსწონს, როგორ ეხმარება სადიო მანე ხალხს.

"მანეს მაგალითით ვარ შთაგონებული. ის ეხმარება სენეგალს. ასევე მეც მინდა დავეხმარო ხალხს და არა მარტო ნიგერიელებს, არამედ მთელ აფრიკას. მალე დავიწყებ ჩემს საქველმოქმედო პროექტს” - განაცხადა “პარტენოპეის” მეცხრე ნომერმა.

სადიო მანეს კეთილი საქმეების შესახებ ნამდვილად ბევრია ცნობილი. “ბაიერნის” ფეხბურთელი სენეგალს და სენეგალელ ხალხს მუდამ გვერდში უდგას და ეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი